სიახლეები

ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი მარნეულში

08 მარ, 2016

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში 8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. დღევანდელი დღე დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით.

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში 8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. დღევანდელი დღე დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით.

გამგებელმა, მერაბ თოფჩიშვილმა, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯომარე, ამირან გიორგაძესთან  და ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად მარნეულის ქუჩებში შემხვედრ  ქალბატონებს, მარნეულში არსებული ბანკების ფილიალებში დასქამებულ მანდილოსნებს, სავაჭრო ობიექტებსა  და ცენტრალურ ბაზარში მომუშავე მანდილოსნებს  ქალთა  დღე  ყვავილების თაიგულებით მიულოცა.  
გარდა ამისა, კულტურის სახლში,  გამგეობისა და ა.(ა)ი.პ "მარნეულის კულტურის ცენტრის" ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, სადაც მაყურებლის წინაშე წარსდგნენ, მარნეულის კულტურის სახლთან არსებული ბენდი „მარნელი“, „მაუგლი“ და „აისი“.
ღონისძიების დასასრულს გამგებელმა, მერაბ თოფჩიშვილმა სიტყვით მიმართა დამსწრე აუდიტორიას, ქალბატონებს   8 მარტი მიულოცა  და წარმატებები და წინსვლა უსურვა. 
ასევე, ღონისძიებაზე მოწვეული  ქალბატონებისთვის აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით კულტურის სახლის ფოიეში მოეწყო  მოსწავლეთა მიერ შესრულებული თემატური ნახატების გამოფენა.

სხვა სიახლეები