სოფელ წერეთელში ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში ხიდის სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში ხიდის სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ხიდის რეაბილიტაციის პროცესში 6 ადგილობრივი ადამიანი იყო დასაქმებული.
სოფელ წერეთლის ხიდის აღდგენის სამუშაოებს შპს „არქ პროექტმშენი“ ასრულებდა. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი 2015 წლის 16 სექტემბერს დაიწყო და გასული წლის 3 დეკემბერს დასრულდა, რომლის ღირებულება 14 525 ლარს შეადგენს.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.