სიახლეები

შეხვედრა აბიტურიენტებთან

11 მარ, 2016

დღეს, გამგეობის დიდ საკონფერენციო დარბაზში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის და შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებმა მარნეულში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლი აბიტურიენტებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მიზანს აბიტურიენტებისათვის ეროვნული გამოცდებთან დაკავშირებლი არსებულ სიახლეებისა  და   პროგრამა "1+4"-ს შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.
შეხვედრაზე, ასევე  მოსწავლეებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენელმა გამართა პრეზენტაცია თემაზე „სამართლის საბაკალავრო პროგრამა“.
საინფორმაციო შეხვედრას მარნეულის მუნციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის  მე-12 კლასელები ესწრებოდნენ.
შეხვედრის  ბოლოს თითოეულ აბიტურიენტს მიეცა საშუალება მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ დაესვათ კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები. 
შეგახსენებთ, რომ პროგრამა "1+4" საქართველოში 2010 წლიდან ხორციელდება. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი აბიტურიენტები ამ პროგრამის მეშვეობით მშობლიურ ენაზე უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ 1 წლის განმავლობაში ქართული ენის მოსამზადებელ კურსს გადიან.  კურსის წარმატებით  დასრულების  შემდეგ, მეორე წელს პირველი კურსიდან აგრძელებენ სწავლას.

სხვა სიახლეები