შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სამედიცინო ეტლები გადაეცათ
11 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ, სოფელ საიმერლოსა და სოფელ თამარისში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ნოდარ ხარაიშვილსა და შალვა სამნიაძეს სამედიცინო ელტები გადასცა.

მათ ოჯახებში თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ბერიძე და ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი დავით აროშიძე ეწვივნენ და ეტლები პირადად გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის დაკმაყოფილებულია თვითმმართველობაში ეტლების მისაღებად შემოსული ორივე განცხადება.
სამედიცინო ეტლების შეძენა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.