შეხვედრა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთ თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ
დღეს, გამგეობის მცირე საკონფერენციო დარბაზში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ევროკვაშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის და ურთიერთობების გაღრმავების შესახებ.
დღეს, გამგეობის მცირე საკონფერენციო დარბაზში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ევროკვაშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის და ურთიერთობების გაღრმავების შესახებ.
შეხვედრის მიზანს მედიის , არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის, ზემოთაღნიშნულ საკითხზე დეტალური ინფორმირება ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ გამგეობის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედია საშუალებების წარმომადგენლები.
შეხვედრის ორგანიზატორებმა დამსწრე აუდიტორიას გააცნეს შემდეგი საკითხები: ვიზა ლიბერალიზაცია; ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) და მითები და რეალობა ასოცირების ხელშეკრულების ირგვლივ.
დღევანდელ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარსდგნენ ეკატერინე ხოსიტაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის მესამე მდივანი; მაიკო გაბულდანი, საინფორმაციო ვებ პორტალის „ევროპა საქართველოს“ წარმომადგენელი და მარიამ ლიპარტელიანი, საინფორმაციო ცენტრისა და ევროკავშირის შესახებ წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში.
საინფორმაციო შეხვედრა განხორციელდა პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში“, რომელიც ხორციელდება ფონდ „ღია საზოგადოება საქართველო“–ს ფინანსური მხარდაჭერითა და ხელშეწყობით