მარნეულში გზების მოვლა–შენახვის სამუშაოები მიმდინარეობს
დაიწყო მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საავტომობილი გზების მოვლა–შენახვის საგაზაფხულო სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს მიწის ვაკისის, სავალი ნაწილის, გზებზე მოძრაობის რეჟიმის რეგულირების ტექნიკური საშუალებების, გზისპირა ნარგავების და ქ. მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე არსებული რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდის მოვლა–შენახვის სამუშაოებს. ასევე, ზამთრის პერიოდში გზების მოვლა შენახვას.

ამ ეტაპისათვის მოხდა ქალაქ მარნეულის ცენტრალური ქუჩების სავალი ნაწილის მონიშვნა ერთკომპონენტიანი ნიშანსადები საღებავებით, დამზადებული მეთილმეტაკრილატის ბაზაზე, გაუმჯობესებული ღამის ხილვადობის შუქდამბრუნებელი მინის ბურთულაკებით,
სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს „ამირანი“. პროექტი დაფინანსებულია ადგილობრივი ბიუჯეტიდან , რომლის წლიური ღირებულებაა 289 418 ლარი.