საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მარნეულში
14 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები 2015-2016 სასწავლო წლის საქართველოს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას შეუერთდა და ათა ჰოლდინგის მინი ფეხბურთის სტადიონზე 8 გუნდს შორის, ფეხბურთში პირველი შეჯიბრი გაიმართა.
14 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები 2015-2016 სასწავლო წლის საქართველოს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას შეუერთდა და ათა ჰოლდინგის მინი ფეხბურთის სტადიონზე 8 გუნდს შორის, ფეხბურთში პირველი შეჯიბრი გაიმართა.
აღნიშნული სასკოლო ოლიმპიადა, საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროებთან ერთად, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, 2015 წლის შემოდგომიდან დაიწყო 2015-2016 სასწავლო წლის საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამის სრული მასშტაბით განხორციელება, რაც გულისხმობს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების გუნდების ჩართულობას ამ პროგრამაში.
პროგრამა მოიცავს სამ ეტაპს - მუნიციპალურ, რეგიონულ და დასკვნით თამაშებს. მარნეულის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური თამაშები მიმდინარე წლის 29 მარტამდე გაგრძელდება და გამოვლინდება გამარჯვებული სკოლის გუნდები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონულ თამაშებში, რომელიც ჩატარდება ა/წ 16 აპრილიდან 20 მაისამდე.
შეჯიბრებები ტარდება სპორტის 3 სახეობაში, მინი ფეხბურთში, ფრენბურთსა და კალათბურთში.
სპორტულ ასპარეზობებში, რომელაც სპორტკომპლექსი ათა ჰოლდინგი მასპინძლობს, მარნეულის 45 სკოლის გუნდი მონაწილეობს.