სიახლეები

ანსამბლ „იბერია“-ს სოლო კონცერტი

19 მარ, 2016

დღეს, 19 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიულ ანსამბლ „იბერია“–ს სოლო კონცერტი გაიმართა.

დღეს, 19 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიულ ანსამბლ „იბერია“–ს სოლო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, გამგეობის თანამშრომლები, ანსამბლ „იბერია“-ს მოცეკვავეების მშობლები და სხვა მოწვეული პირები. 
აღსანიშნავია, რომ ანსამბლი, მაყურებლის წინაშე ტრადიციული ქართული ხალხური ცეკვებით წარსდგა და არაჩვეულებრივი სინთეზური თეატრალური სანახაობა აჩვენა. კონცერტი სრული ანშლაგით ჩატარდა. 
მარნეულის მუნიციპლიტეტის თვითმმართველობა ულოცავს სოლო კონცერტის გამართვას ანსამბლ „იბერიას“ და უსურვებს წინსვლას.

სხვა სიახლეები