სიახლეები

ნოვრუზ ბაირამის ისტორია

19 მარ, 2016

ნოვრუზის დღესასწაულს საუკუნეების ისტორია აქვს. იგი ისლამის წარმოშობამდე არსებობდა. გავრცელებული წარმოდგენების მიუხედავად, ეს დღე არა ისლამური, არამედ, აღმოსავლური ერების დიდი ნაწილის ტრადიციული, ეთნიკური ხასიათის სახალხო დღესასწაულია და აღმოსავლეთის უმრავლეს ქვეყანაში დღემდე აღინიშნება.

მთვარის კალენდრით (2016 წლის 21 მარტი) 1395 წლის ფარვარის თვის პირველი დღეა, ანუ ახალი წელია. ნოვრუზ ბაირამის ისტორიული ფესვები უძველეს დროს - ღვთის მოციქულის ზარადუსტრას დროს განეკუთვნება. ეს კი დაახლოებით ჩვენს ერამდე 3700-5000 წელს ნიშნავს.უძველეს ბაბილონში ეს დღესასწაული იწყებოდა 21 აპრილს (მარტი,აპრილი) და 12 დღეს გრძელდებოდა. თითოეული დღე, თავისი რიტუალებით და სადღესასწაულო აქტივობებით იყო დატვირთული. უძველესი კულტურის კერები მეტყველებენ, რომ ნოვრუზ ბაირამი ჩვენს ერამდე 505 წელს იქნა დაარსებული.ნოვრუზი სპარსული სიტყვაა და ახალ დღეს ნიშნავს. ეს დღესასწაული გაზაფხულის მოსვლასთან ასოცირდება. დღესასწაულისთვის მზადება ოთხი კვირით ადრე, ბუნების ოთხი ძირითადი შემადგენელი ელემენტის (წყალი, ცეცხლი, ქარი, მიწა) აღნიშვნით იწყება. პირველი სამშაბათი წყლის სამშაბათია ამბობენ, რომ ამ დღეს იწყება ყინვების დნობა, მეორე სამშაბათი ცეცხლის სამშაბათია ამ დღეს ყველა ოჯახი ანთებს კოცონს “ტონგალებს” თავის ეზოში, მესამე სამშაბათი ქარის სამშაბათია ამ დღეს ფლავს ამზადებენ და ინახავენ ღამე (ამ დღესთან დაკავშირებით არსებობს ასეთი, ცრურწმენა, რომლის მიხედვითაც კაცი სახელად ხიდირ ნაბი ყოველ ღამე მიდის ოჯახებში და ამ ფლავზე ტოვებს თავისი ცხენის კვალს) ბოლო სამშაბათი-მიწის სამშაბათია ამ დღეს იწყება მიწის ხვნა, ოჯახები სასაფლაოებზე გადიან და ლოცვებს კითხულობენ.21 მარტი ნოვრუზის დღესასწაულის პიკია და მასშტაბურად აღინიშნება. ამ დღეს გაზაფხულის გოგონა სტუმრებს ღებულობს, ტარდება ღონისძიებები, სადაც იშლება სუფრები და მზადდება ტრადიციული საკვები. ნოვრუზის სიმბოლოებია ქეჩალი(მელოტი) და ქოსა(კეთილი) ესენი განასახირებენ დაბალ მელოტ და ძალიან მაღალ და გამხდარ კაცებს, რომლებიც სტუმრების განწყობის ამაღლებაზე ზრუნავენ. ნოვრუზის სამზადისის ერთთვიან პერიოდში იწყება ახლობლებისა და ნათესავების მონახულება, რომელიც თვის ბოლომდე გრძელდება.ნოვრუზის დღესასწაულს თავისი ტრადიციები აქვს, ბოლო სამშაბათს ოჯახის წევრები აუცილებლად სახლში უნდა იყვნენ. ბავშვები სხვის სახლებში ჩუმად კარებზე აკაკუნებენ და კარებთან ქუდს დებენ, სახლში ვინცაა ის ქუდს ავსებს თხილით, კაკალით, ტკბილეულით, ხილით და სხვ. სპეციალურად ამ დღისთვის ზრდიან ჯეჯილს, ჩუმად უყურადებენ მეზობლის კარს და სჯერათ, თუ კი ამ დროს კარგ სიტყვებს გაიგონებენ მათი სურვილი ახალ წელს შესრულდება. ამ დღეს ყველა ოჯახში დადებითი აურა სუფევს, სასურველია ოჯახის წევრებმა ისაუბრონ პოზიტიურად და თბილი სიტყვებით, რათა ვინც ჩუმად უსმენს მათ საუბარს ბევრი კარგი სიტყვა გაიგონოს. ამ დღეს ჭიაკოკონობის მსგავსად ანთებენ კოცონს და ახტებიან, მოსახლეობას სწამს, რომ თუ ასე მოიქცევა ძველ წელს მიყენებული ყველა ჭირი დაიწვება.ასევე ქვემო ქართლიში არსებობს შემდეგი ტრადიცია, 22 მარტს მოსახლეობა მიდის „ჩინარის“ ხესთან ( ნატვრის ხე), რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაშია. 22 მარტს „ჩინარის“ ხეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და აზერბაიჯანში მცხოვრები აზებაიჯანელი მოსახლეობა აქტიურად სტუმრობს. ისინი ხესთან ლოცულობენ, კლავენ საკლავს და სჯერათ, რომ ჩაფიქრებული სურვილი აუსრულდებათ , დარდი გაუქარვდებათ და ტკვილს სიხარული შეცვლის. მოსახელობას ასევე სჯერა იმის, რომ თუ „ჩინარის“ ხესთან ამ დღეს მოფრინდება ყანჩა და მას ნისკარტით უჭირავს ძვალი , იმ წელს სიღარიბე იქნება, ხოლო თუ კი ყანჩას ნისკარტით უჭირავს ხორბალი, ესეიგი იმ წელს ბარაქიანი წელი იქნება.ნოვრუზის სადღესასწაულო სუფრას ამშვენებს სხვადასხვა ტრადიციული კერძები, სპეციალურად ამ დღისთვის მზადდება სამი სახის ნამცხვარი: „შაქარბურა“, „გოღალი“ და „ფახლავა“. ასევე იღებება წითლად კვერცხები, რომელსაც ჯეჯილში აწყობენ.ნოვრუზი ხალხის საყვარელი დღესასწაულია, ისინი ამ დღეს კარგ გუნება-განწყობაზე არიან. 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. {AG}AKHALI.AMBEBI/2016.03.19-novruz.bairamis.istoria{/AG}

სხვა სიახლეები