სიახლეები

ნოვრუზ ბაირამი მარნეულში

21 მარ, 2016

სპეციალურად ამ დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ ქვეყნის პირველი პირები საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.

სპეციალურად ამ დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ ქვეყნის პირველი პირები საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.

მუნიციპალიტეტში სტუმრად მყოფმა ქვეყნის პირველმა პირებმა დაათვალიერეს სპეციალურად ამ დღისთვის ქუჩაში სახელდახელოდ მოწყობილი პავილიონები ეთნო კუთხეები, ნახატების გამოფენები, დააგემოვნეს ტრადიციული ტკბილეულის სუფრა, მოინახულეს სპორტული ასპარეზობები და დაესწრნენ ღონისძიებას,რის შემდეგაც სცენაზე გადაინაცვლეს და აზერბაიჯანელ მოსახლეობას, ნოვრუზის დღესასწაული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიულოცეს.

ქვეყნის პირველმა პირებმა მოსახლეობას ამ სიტყვებით მიმართეს:

„თქვენ ხართ ის ხალხი ვინც ათწლეულების განმავლობაში რეალურად აძლიერებდა ჩვენს სახელმწიფოს. მე თქვენთან ერთად ვზეიმობ დღევანდელ დღეს. მთელი ქართველი ხალხი ზეიმობს დღეს თქვენთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტად მოხდეს ჩვენი საყვარელი აზერბაიჯანელი მოქალაქეების უფრო აქტიური ინტეგრაცია ჩვენს სახელმწიფოში. ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ენა ყველას კარგად ესმოდეს, ყველა კარგად ფლობდეს ქართულ ენას და ერთად ვაშენებდეთ ამ ენის მეშვეობით და ჩვენი ურთიერთობის მეშვეობით ახალ ქვეყანას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მარნეულში სიტყვით გამოსვლისას
„ჩვენ ერთად ვაშენებთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი რამ საერთო, ის, რაც გვაერთიანებს. ეს არის ჩვენი საერთო სამშობლოს უკეთესი მომავლის შენება. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ გვყავს ამდენი პატრიოტი ჩვენს ქვეყანაში. დღეს ჩვენ ვნახეთ გაღიმებული სახეები, ამაღლებული განწყობა, მომავლის იმედი და ჩვენი ყველას ერთად მოვალეობაა, რომ ავაშენოთ უკეთესი ქვეყანა, უკეთესი მომავალი. ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ჩვენ გვაქვს ერთი აწმყო და ჩვენ ერთი ნათელი უკეთესი მომავალი უნდა ავაშენოთ. გილოცავთ! გისურვებთ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიების შემდეგ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ინდიგამ ისმაილოვის ოჯახს ესტუმრა, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინა.

სხვა სიახლეები