მარნეულში ნოვრუზის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
21 მარტს მარნეულის მუნიციპალიტეტში ნოვრუზის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნა. ღონისძიება დილის 11:00 საათიდან სახალხო სეირნობით გაიხსნა, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილი სხვადასხვა საგამოფენო კუთხე და დაეგემოვნებინათ ტრადიციული ტკბილეულობა.
21 მარტს მარნეულის მუნიციპალიტეტში ნოვრუზის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნა.
ღონისძიება დილის 11:00 საათიდან სახალხო სეირნობით გაიხსნა, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილი სხვადასხვა საგამოფენო კუთხე და დაეგემოვნებინათ ტრადიციული ტკბილეულობა.
სპეციალურად ამ დღისთვის წარმოდგენილი იყო სოფლის პავილიონი (სოფლის ნობათი, ტრადიციული სამზარეულო), აზიური პავილიონი (ტრადიციული ტკბილეული, ჩაი), ნახატების გამოფენა (ადგილობრივი მხატვრები), ფოტოგამოფენა (პროექტები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები), მარნეულის საკონსერვო ქარხანა საკუთარი პროდუქციით, პრობაციონერთა ნამუშევრები, წითელი ჯვრის ახალგაზრდების ხალხური რეწვის ნიმუშები, რესტორანი „მუღამი“ თავისი პროდუქციით, მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი ფოტო გამოფენით. ასევე, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებმა სპეციალურად ამ დღისთვის წარმოადგინეს თავიანთი ეთნო კუთხეები და მნიშვნელოვანი პროექტების ფოტოგამოფენა.
ღონისძიების საკონცერტო პროგრამა მრავლფეროვანი იყო, მაყურებლის წინაშე წარსდგნენ, როგორც ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები და შემსრულებლები , ისე მოწვეული მომღერლები.
დღის განმვალობაში მოეწყო – სპორტული ასპარეზობები ქართული ჭიდაობაში,
მკლავჭიდსა და მშვილდოსნობაში. სპორტულ ასპარეზობებში თავისი მცირე პროგრამით წარსდგა მარნეულელი სპორტსმენი ეთიბარ ელჩიევი – ადამიანი მაგნიტი.
აზერბაიჯანული ცეკვის თანხლებით დაინთო ტრადიციულო კოცონი , რომელში მონაწილეობაც ქვეყნის პირველმა პირებმაც მიიღეს. მოეწყო თეატრალური სანახაობა აზერბაიჯანული ტრადიციების მიხედვით, შემობრძანდა გოგონა “გაზაფხული“.
საზეიმო ღონისძიებას, რომელიც ქალაქ მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე ჩატარდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები და მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებნი ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტში სტუმრად მყოფმა ქვეყნის პირველმა პირებმა დაათვალიერეს სპეციალურად ამ დღისთვის ქუჩაში სახელდახელოდ მოწყობილი პავილიონები ეთნო კუთხეები, ნახატების გამოფენები, დააგემოვნეს ტრადიციული ტკბილეულის სუფრა, მოინახულეს სპორტული ასპარეზობები და დაესწრნენ ღონისძიებას,რის შემდეგაც სცენაზე გადაინაცვლეს და აზერბაიჯანელ მოსახლეობას, ნოვრუზის დღესასწაული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიულოცეს.
ნოვრუზი სპარსული სიტყვაა და ახალ დღეს ნიშნავს. ეს დღესასწაული გაზაფხულის მოსვლასთან ასოცირდება და იგი 21 მარტს გაზაფხულის ბუნიაობის დღეს აღინიშნება. მიჩნეულია , რომ 21 მარტის შემდეგ ბუნება იღვიძებს და ძველი ახლით იცვლება. ნოვრუზი ხალხის საყვარელი დღესასწაულია, ისინი ამ დღეს კარგ გუნება-განწყობაზე არიან.