სიახლეები

სამუშაო შეხვედრა „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ პროექტის ფარგლებში

24 მარ, 2016

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად, პროექტის „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ მონაწილე სტუდენტებს შეხვდა.

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად, პროექტის „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ მონაწილე სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრა ქალაქ მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, რომელსაც თვითმმართველობის წარმომადგენლების გარდა, გამგეობის ა(ა)ი პ და  შ.პ.ს –ს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრის ძირითად მიზანს, პროექტით გათვალისწინებული კვლევების ზოგადი შედეგების გაცნობა და სამუშაო ჯგუფის მიერ მუნიციპალიტეტში განხორციელებული აქტივობების მიმოხილვა წარმოადგენდა.
შეხვედრის ბოლოს, მოეწყო დისკუსიაც, სადაც მხარეებმა კვლევების შედეგების, აღნიშნულ დოკუმენტში წარმოდგენილი პრობლემებისა და მისი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

სხვა სიახლეები