სიახლეები

შეხვედრა კავშირი „ბავშვი ოჯახი საზოგადოება“–ს წარმომადგენლებთან

25 მარ, 2016

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, ორგანიზაცია „ბავშვი ოჯახი საზოგადოება“–ს წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრის ძირითადი თემა, სოფელ ყიზილაჯლოში სენსორული პრობლემების მქონე ბავშვთა ადრეული ჩარევის ცენტრის გამართული ფუნქციონირებისთვის, ურთიერთთანამშრომლობის გაღმავების საკითხები წარმოადგენდა.

შეხვედრაზე ორგანიზაცია „ბავშვი ოჯახი საზოგადოება“–ს წარმომადგენლებმა გამგებელს, ასევე წარუდგინეს ანგარიში სოფელ ყიზილაჯლოში სენსორული პრობლემების მქონე ბავშვთა ადრეული ჩარევის ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და შედეგების შესახებ და გააცნეს დაგეგმილი სამომავლო აქტივობები.
გამგებელმა, ორგანიზაციის წარმომადგენლებს აღნიშნული ცენტრის უკეთ ფუნქციონირებისათვის, კომპეტენციის ფარგლებში, სრული მხარდაჭერა აღუთქვა. 
აღსანიშნავია, რომ ამჟამად, ადრეული ინტერვენციის პროგრამას რამდენიმე ორგანიზაცია ახორციელებს, მათ შორის არის სოფელ ყიზილაჯლოში „კითხვა უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში „ბავშვი ოჯახი საზოგადოების“ ბაზაზე არსებული, სენსორული პრობლემების მქონე ბავშვთა ადრეული ჩარევის ცენტრი. ადრეული ჩარევის ცენტრი თვეებია წარმატებით ფუნქციონირებს და იგი ამერიკის განვითარების სააგენტოს, USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანს წარმოადგენს მხედველობისა და სმენის პრობლემების მქონე ბავშვთათვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა თანამედროვე მიდგომების დამკვიდრების გზით.

სხვა სიახლეები