გარემოს დაცვის მინისტრი ქვემო ქართლში
28 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მოადგილეებთან და უწყების დაქვემდებარებაში არსებული დეპატრამენტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად რუსთავში რეგიონის მცხოვრებლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტის გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები, სოფლის რწმუნებულები, მაჟორიტარი დეპუტატები და სხვა დაინტერესებული პირები.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის მონაწილეებმა ილაპარაკეს გარემოს დაცვის სამინისტროსა და უწყების სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციის ფარგლებში შემავალი პრობლემური საკითხებისა და კორესპონდენციების შესახებ (დაცული ტერიტორიების სააგენტო; გარემოს ეროვნული სააგენტო; სატყეო-საბაზისო სანერგე მეურნეობა; ეროვნული სატყეო სააგენტო; გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი; გარემოსდაცვითი ზედამხევდელობის დეპარტამენტი და სხვ.)
მინისტრმა შეხვედრაზე ისაუბრა რეგიონში სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებზე და გუბერნატორს მადლობა გადაუხადა სამინისტროსა და რეგიონის ხელმძღვანელობებს შორის აქტიური თანამშრომლობისთვის.