მარნეულელი მოსწავლეები სტუმრად აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში
26 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული ექვსი საჯარო სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.
26 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული ექვსი საჯარო სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა, მარნეულელმა მოსწავლეებმა, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა და 70 სხვადასხვა სახეობის ნერგი დარგეს. ''მეგობრობის ხეივანის'' გასაშენებლად ნერგები და საჭირო ინვენტარი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ გამოყო.
ღონისძიების მიზანს, აზერბაიჯანელ და სომეხ მოსწავლეებსა და უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის ურთიერთობის გაღრმავება და დამეგობრება წარმოადგენდა.
ღონისძიების ფარგლებში მოწვეულ სტუმრებსა და უნივერსიტეტის ფეხბურთის გუნდის წევრებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.
აღსანისნავია, რომ სკოლის მოსწავლეების წახალისებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ბაშვების ტრანსპორტირების ხარჯები მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყო.