შეხვედრა ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებზე
დღეს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრები ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებზე – „გოგონების უფლებები და ადრეული ქორწინების პრევენცია“.

შეხვედრას ესწრებოდნენ, ქართული და არაქართულენოვანი საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები, არასამათავრობო ორგანიზაციის და ადგილობრივი თვითთმმართველობის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
შეხვედრის მიზანს იძულებითი და ნაადრევი ქორწინების სამართლებრივი რეგულაციების გაცნობა და ნაადრევი ქორწინებით გამოწვეული რისკების, საფრთხეების და უარყოფითი შედეგების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.
დღევანდელ შეხვედრაზე, შეხვედრის ორგანიზატორებმა დამსწრე აუდიტორიას, ასევე გააცნეს, ნაადრევი ქორწინების ფაქტების სტატისტიკა ქვემო ქართლსა და მთლიანად საქართველოს მასშტაბით.