სიახლეები

დასუფთავების აქცია მელიქაშენის სახელობის ეკლესიის ტერიტორიაზე

02 აპრ, 2016

2 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით და მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსის მეუფე გიორგის ლოცვა–კურთხევით, მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა.

2 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით და მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსის მეუფე გიორგის ლოცვა–კურთხევით, მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა.

სოფელ წერეთლის, საიმერლოს, და სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით დასუფთავდა სოფელ ხოჯორნში მდებარე VI-VII საუკუნის მელიქაშენის სახელობის დიდი ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია. მოსწავლეებმა გაასუფთავეს თვითნებურად ამოსული ხე-ბუჩქნარი, მოაწყეს ხატების კუთხე და ესტუმრნენ მეუფის რეზიდენციას, სადაც აქციაში მონაწილეები, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგიმ დალოცა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა მომავალშიც გააგრძელებს მსგავს აქციებს.

სხვა სიახლეები