სიახლეები

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანია – „შენი გულისთვის შენი უსაფრთხოებისთვის“

04 აპრ, 2016

4 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ა.ა.ი.პ „კულტურის ცენტრი“ შეუერთდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას, „შენი გულისთვის შენი უსაფრთხოებისთვის“, რომელიც მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით დაიწყო.

4 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ა.ა.ი.პ „კულტურის ცენტრი“ შეუერთდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას, „შენი გულისთვის შენი უსაფრთხოებისთვის“, რომელიც მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით დაიწყო.

კამპანიის ფარგლებში მოიხატა გამგეობის წინ არსებული ზებრა გადასასვლელი, რაშიც მონაწილეობა მიიღეს ა.(ა).ი.პ „კულტურის ცენტრის“ მხატვრებმა ირაკლი ნოზაძემ და თამარა ლეთოდიანმა გამგეობისა და ცენტრის თანამშრომლებთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი პირველია რეგიონებს შორის, რომელიც აქტიურად ჩაერთო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამაში და შეუერთდა კამპანიას – „შენი გულისთვის შენი უსაფრთხოებისთვის“. 
დღის განმავლობაში, სატრანსპორტო მოძრაობა, რომ არ შეფერხებულიყო, რუსთაველის ქუჩაზე არსებული ზებრა გადასასვლელის მოხატვა შუა ღამით დაიწყო, რის გამოც ქუჩა ნაწილობრივ გადაიკეტა, გამთენისაას კი დასრულდა ზებრა გადასასვლელის ბოლო შტრიხების მოხატვა, 09:00 საათზე კი საზეიმო ვითარებაში შინაგან საზეიმოდ გაიხსნა. 
საზეიმო გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მარნეულის მოუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს თავჯდომარე ნაბი აბდულაევი, მარნეულის საგანმანათლებლო რესურ ცენტრის დირექტორი რუსლან გაჯიევი, თვითმმართველობის თანამშრომლები და სკოლის მოსწავლეები.
დღესვე, გამგეობის საკონფერენციო დარბაზში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სკოლის მოსწავლეებისთვის საგზაო წესების უსაფრთხოებაზე გაკვეთილიც ჩატარდა, სადაც კომპეტენტურმა პირებმა, დამსწრე აუდიტორიას, აღნიშნული საკითხის შესახებ დეტალურად ესაუბნენ. 
შეგახსნებთ, რომ აღნიშნული კამპანია შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით დაიწყო, რომლის პრეზენტაციაც მიმდინარე წლის 19 მარტს შედგა.
კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. 
პროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი მიზეზების წინააღმდეგ (არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა) ადმინისტრირების გაუმჯობესება; სამგზავრო ავტობუსების მოძრაობაზე კონტროლის გაუმჯობესება; ქვეყანაში არსებული ავტოპარკის განახლების წახალისება; სიჩქარის მობილური დეტექტორების გამოყენება, ე.წ. „უკონტაქტო პატრულირება“; გზებზე და ქალაქებში არსებული „შავი წერტილების“ განეიტრალება; 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა; ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის კანონმდებლობის გამკაცრება; მოძრაობის წესების დარღვევებზე ქულების სისტემის შემოტანა და მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანა.
როგორც მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აღნიშნავს, აღნიშნული კამპანია რეალობის საჭიროებებზეა მორგებული და მისი მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლება, მან უნდა დაიცვას ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და მაქსიმალურად აგვარიდოს ავტოსაგზაო შემთხვევები.
სპეციალურად ამ კამპანიისათვის შემუშავდა სოციალური ვიდეორგოლი, სლოგანი და ლოგო. პროგრამის ლოგო არის საგზაო ნიშნებით დაფარული გული - სიცოცხლე, რომელსაც იცავს საგზაო ნიშნები, წესები, კანონი. 
შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახეა დათა ქაჯაია , რომელიც არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის, MIA FORCE-ის ავტომრბოლელი და ევროპის ჩემპიონი ავტორბოლაში.

 

 

სხვა სიახლეები