სიახლეები

სოფელ კირიხლოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

06 აპრ, 2016

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც 2 კმ - იანი გზის მონაკვეთის შეკეთება / მოასფალტებას ითვალისწინებდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც 2 კმ - იანი გზის მონაკვეთის შეკეთება / მოასფალტებას ითვალისწინებდა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის პირველ ეტაპზე 2 280 მეტრის სიგრძის გზა მოასფალტდა, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან 690 237 ლარით დაფინანსდა, ხოლო 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო და გასული წლის დეკემბერში დასრულდა მოასფალტების მეორე ეტაპი, რომელიც რეგიონებში განსახორციელებული პროექტების ფონდისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  593 970 ლარით დაფინანსდა.  
მნიშვნელოვანია, რომ სოფელ კირიხლოსთან მისასვლელი გზის მონაკვეთით ყულარის, ზემო ყულარის, ქვემო ყულარის, კირიხლოს და წითელი ხიდის სოფლების მოსახლეობა სარგებლობს.
ასე გამოიყურება დასრულებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი.

სხვა სიახლეები