სიახლეები

ტრეინინგი სასათბურე მეურნეობებში ბოსტნეულის წარმოების შესახებ

06 აპრ, 2016

ქალაქ მარნეულში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის „ექსტენციის და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება საქართველოში“ (SEAS) მიერ, საქართველოში ისრაელის საელჩოსა და ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ჩატარდა ორდღიანი ტრეინინგი სასათბურე მეურნეობებში ბოსტნეულის წარმოების თანამედროვე მეთოდების შესახებ.

ტრეინინგი გაიმართა  გამგეობისა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.
ტრეინინგის საგანს წარმოადგენდა  სასათბურე მეურნეობების მშენებლობა, აქცენტი გაკეთდა ისეთ ასპექტებზე, როგორიცაა საფარი, ვენტილაცია, ტემპერატურის და ტენიანობის კონტროლი, ირიგაცია, ფერტიგაცია, ფუმიგაცია და სოლარიზაცია.  დეტალურად იქნა განხილული პომიდვრის, კიტრის, წიწაკის და კამას მოყვანის მეთოდები. ტრეინინგის მიზანია სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების სპეციალისტების და ფერმერების შესაძლებლობების განვითარება რათა სასათბურე ინოვაციების მეშვეობით გაიზარდოს წარმოებული პროდუქცია და შემოსავლები. 
ტრეინინგის დასასრულს მონაწილეებს  შესაბამისი სერთიფიკატები  გადაეცათ.

სხვა სიახლეები