სიახლეები

მსოფლიო ჯანმრთელობის დღე მარნეულში

07 აპრ, 2016

7 აპრილს, მარნეულში მსოფლიო ჯანმრთელობის დღე აღინიშნა. სპეციალურად ამ დღისთვის მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, მცირე საკონფერენციო დარბაზში სკოლის მოსწავლეებისათვის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ, მარნეულის ადგილობრივი წითელი ჯვრის წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარა ერთდღიანი ტრენინგი, პირველადი დახმარების შესახებ. ტრენინგს უძღვებოდა საქართველოს წითელი ჯვრის კატასტროფების და პირველადი დახმარების უფროსი ოფიცერი გიორგი გუდავაძე.

ტრენინგი მოიცავდა ბაზისური პირველი დახმარების კურსის ძირითად თემებს. ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება მიეღოთ თეორიული ცოდნა და განევითარებინათ პირველი დახმარების გაწევის პრაქტიკული უნარები. ტრენინგზე, მოწვეულმა ტრენერებმა ისაუბრა ჯანმრთელობის შესახებ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.
შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი გამგეობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მარნეულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის წარმომადგენლები, საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები,მარნეულის წითელი ჯვრის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ტალახაძე.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 1948 წლის 7 აპრილს დაარსდა და ეს დღე ჯანმრთელობის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული. 
7 აპრილს, ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისა და ჯანდაცვის პრობლემების საერთაშორისო ყურადღების მიპყრობის მიზნით ირჩევს თემას და ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემასა და პრობლემის გადაჭრის გზებზე. 
წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ამ დღის მთავარი მესიჯი დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

სხვა სიახლეები