მარნეულში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
მიმდინარე წელს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით, სოფელ წერეთელსა და სოფელ თამარისში ჩატარდა 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
მიმდინარე წელს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით, სოფელ წერეთელსა და სოფელ თამარისში ჩატარდა 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიება დილის 11:00 საათზე სოფელ წერეთელში გაიხსნა, 12:00 საათზე კი სოფელ თამარისში გადაინაცვლა, რომელშიც მონაწილეობა ქალაქ მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებულმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს და ლექსებითა და სიმღერებით პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო მოსწავლეთა მიერ შესრულებული თემატური ნახატების გამოფენაც.
ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეებმა მშვიდობისა და თავისუფლების სიმბოლოდ თეთრი მტრედები გაუშვეს.
ღონისძიების ყველა დამსწრეს შეეძლო სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილ კუთხეში, ჩანაწერების წიგნში გაეკეთებინა სამახსოვრო ჩანაწერი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი მოადგილეებთან, გამგეობის სამსახურის უფროსებთან და თანამშრომლებთან ერთად, საკრებულოს თავჯდომარე ნაბი აბდულაევი, 9 აპრილის მონაწილეები, სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა დაინტერესებული პირები.
გამგებელმა, მერაბ თოფჩიშვილმა საკრებულოს თვაჯდომარე ნაბი აბდულაევთან ერთად გვირგინებით შეამკო სოფელ წერეთელსა და სოფელ თამარისში არსებული 9 აპრილის მემორიალები, რომლის შემდგომაც ამ დღეს დაღუპლთა სულების ხსოვნის უკვდავსაყოფად მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სოფელ თამარისის თამარ–მეფისა და წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარმა, მამა ექვთიმემ პარაკლისი გადაიხადა.
გამგებელმა სიტყვით მიმართა შეკრებულ საზოგადოებას, მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და ყველა დამსწრეს ღონისძიებაზე მოსვლისა და დაღუპულთა სულებისთვის პატივის მიგებისთვის.
„1989 წლის ტრაგედია არის მაგალითი ქართველთა ერთობისა, ამ დღეს გაერთიანდა მთელი საქრთველო, ერი ერთ მუშტად შეიკრა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არა მარტო ქართველები, არამედ საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც ჩვენს გვერდით იდგნენ.
9 აპრილი ერის გამოღვიძების დღეა. გმირულდ დაღუპულთა უმანკო სისხლი ფუჭად არ დაღვრილა და დღეს ჩვენ რომ თავისუფალ, დემოკრატიულ და ძლიერ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სწორედ მათი დამსახურებაა.
განუზომელია ამ ადამიანების წვლილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ამიტომ ჩვენი უპირველესი ვალია მუდამ გვახსოვდეს ჩვენი წარსული და ეპოქის გმირები.
მე, როგორც ჩემი ქვეყნის პატრიოტი და გულშემატკივარი მადლობას ვუხდი მათ იმ დიდი ღვაწლისთვის, რამაც ჩვენ ქვეყანას თავისუფლება მოუტანა.“
ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი!