სიახლეები

სამუშაო შეხვედრა ფონდი ტასოს წარმომადგენლებთან

12 აპრ, 2016

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, ორგანიზაცია ფონდი ტასოს წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრის ძირითადი თემა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში 2015 წლის 22 ივლისს შესული ცვლილება გახლდათ, რომლის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთ ფორმად დასახლების საერთო კრებები განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ ფონდი ტასოს მიერ, დასახლების საერთო კრების ჩატარების პროექტის ფარგლებში, საპილოტედ, მარნეულის მუნიციპალიტეტიდან ორი სოფელი შეიარჩა, ესენია – დამია და მოლაოღლი, სადაც წინასწარ განსაზღვრული მოქალაქეთა ჯგუფების ორგანიზებით, კანონით გათვალისწინებული წესებისა და პროცედურების დაცვით ჩატარდება დასახლების საერთო კრებები, სადაც მოხდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების წინ წამოწევა და მისი გადაჭრის მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასახვა.
სამუშაო შეხვედრაზე, საუბარი შეეხო, აღნიშნული პროცესების, დასახლების საერთო კრების მიზანს, მოწვევის წესებსა და სხვადასხვა სოციალური საკითხების მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიცირებას. 
აღსანიშნავია, რომ პროექტის მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის ჩართულობა დასახლებისა და მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან საკითხებში.
გამგებელი მიესალმა მარნეულის მუნიციპალიტეტში პროექტის წამოწყებას და მისი წარმატებით განხორციელებისთვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს და პროექტში ჩართულ მხარეებს, მხარდაჭერა აღუთქვა.

სხვა სიახლეები