სიახლეები

ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა

13 აპრ, 2016

დღეს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყო საჯარო განხილვა ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ. შეხვედრის მიზანი დამსწრე აუდიტორიისთვის მომდევნო ორი წლის მანძილზე მთავრობის მიერ დაგეგმილი იმ ღონისძიებების გაცნობა იყო, რაც ღია და მონაწილეობითი მმართველობის უზრუნველყოფას ემსახურება.

დღეს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყო საჯარო განხილვა ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ. შეხვედრის მიზანი დამსწრე აუდიტორიისთვის მომდევნო ორი წლის მანძილზე მთავრობის მიერ დაგეგმილი იმ ღონისძიებების გაცნობა იყო, რაც ღია და მონაწილეობითი მმართველობის უზრუნველყოფას ემსახურება.

გარდა ამისა, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, საზოგადოების ჩართულობის გაზრდა, მათი მოსაზრებების, იდეების შეკრება, რათა მთავრობის სამოქმედო გეგმა და გაწერილი ღონისძიებები პასუხობდეს და შეესაბამებოდეს მოქალაქეთა საჭიროებებს. 
შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა დაინტერესებული პირები.
2016 წლის 29 მარტიდან მთავრობამ დაიწყო საჯარო კონსულტაციები საქართველოს მასშტაბით, რომელიც იმართება ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს რიგით მესამე სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით. 
შეხვედრები ორგანიზებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ. აღსანიშნავია, რომ საქართველო, მსოფლიოს 69 სახელმწიფოსთან ერთად ღია მმართველობის პარტნიორობის წევრია. ინიციატივის ფარგლებში წევრი სახელმწიფოები ადგენენ ორწლიან სამოქმედო გეგმას, მეტი გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველყოფის მიზნით. 
საქართველომ დაასრულა მე-2 სამოქმედო გეგმის იმპლემეტაცია 2015 წლის ბოლოს და ამჟამად მუშაობს რიგით მესამე სამოქმედო გეგმაზე, რომელიც 2016 წლის ივნისში დამტკიცება მთავრობის დადგენილებით და გაიგზავნება ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოში,
ვინაიდან პარტნიორობის ფუნდამენტური ღირებულებებია: ღიაობა, გამჭვირვალობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა სამოქმედო გეგმის შემუშავებას სამოქალაქო და ფართო საზოგადოებასთან მჭიდრო კონსულტაციების მეშვეობით ახორციელებს. საჯარო კონსულტაციების სამუშაო ჯგუფი შედგება სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ჩართული საჯარო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან. 
შეხვედრები და კონსულტაციები ასევე დაგეგმილია საქართველოს სხვა რეგიონებშიც, რაც 27 მაისამდე გაგრძელდება. 
მათთვის, ვინც ვერ შეძლებს დაესწროს აღნიშნულ შეხვედრებს, იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე მოქმედებს ონლაინ კონსულტაციის გრაფა, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეს შეუძლია მთავრობას მისწეროს თავისი იდეები და მოსაზრებები თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მექანიზმები საქართველოში.

 

 

სხვა სიახლეები