სიახლეები

მარნეულში ქართული ენის დღე აღინიშნა

14 აპრ, 2016

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დიდ საკონფერენციო დარბაზში , ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დიდ საკონფერენციო დარბაზში , ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ქართული ენის ისტორიის შესახებ მცირე პრეზენტაცია, სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული იყო ფილოლოგიურ მეცნიერებათა მაგისტრი ოქტაი ქაზუმოვი, რომელმაც ისაუბრა ქართული ენის წარმოშობასა და მის მნიშვნელობაზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი მოადგილეებთან ერთად, გამგეობის თანამშრომლები, ქვემო ქართლში – სახელმწიფო რწმუნებულ გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, მარნეულის სგანმანათლებლო რესურს ცენრტის დირექტორი რუსლან გაჯიევი თანამშრომლებთან ერთად. საიმერლოს, წერეთლის, მარნეულის №5, №2, №6, №1, №3 საჯარო სკოლების მოსწავლეები.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი – „გილოცავთ ქართული ენის დღეს ჩემო მეგობრებო!
დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რადგან ვდღესასწაულობთ ჩვენი ენის, ჩვენი ეროვნული „საუნჯის“ დღეს. მოგეხსენებათ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი მულტიეთნიკური რაიონია, სწორედ ამიტომ სახელმწიფო ენის ცოდნის საკითხი, ერთ–ერთ სერიოზულ გამოწვევად რჩება, შესაბამისად მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აქტიურადაა ჩართული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში და ხელს ვუწყობთ ქართული ენის აქტიურ და ხარისხიან სწავლებას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ქართული ენის იუბილეს. მინდა გისურვოთ, რომ არასოდეს არ მოგვშლოდეს ქართულად საუბარი და ქართული ენის ზეიმი ჩვენს სამშობლოში. მოვუფრთხილდეთ და დავიცავთ ჩვენი ენა, რომელიც ასე წმინდაა ჩვენი ქვეყნის მკვიდრთათვის.
დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს მუნიციპალიტეტში ეთნიკურად არაქართულ მოსახლეობას და თქვენ აქ მყოფებს, ასე წარმატებით, რომ ეუფლებით სახელმწიფო ენას, აცნობიერებეთ მის მნიშვნელობას და ჩვენთან ერთად ზეიმობთ ამ დღეს!“ – ამ სიტყვებით მიმართა გამგებელმა შეკრებილ საზოგადოებას.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილი ახალგაზრდებს ესაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის „საზოგადოებასთან ურთიერთობები, აზრის ფორმირების ეტაპები და კომუნიკაცია.“
ღონისძიების დასკვნითი ნაწილი კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მოსწავლეებსა და პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.
დასასრულს შეიქმნა სამახსოვრო პოსტერი, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა დაწერეს თავიანთი დამოკიდებულება ქართული ენისადმი. ღონისძიების ყველა დამსწრეს დაურიგდათ სამაჯური წარწერით „მე, მიყვარს ქართული ენა!“

 

 

სხვა სიახლეები