სიახლეები

№2 საჯარო სკოლამ ქართული ენის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

18 აპრ, 2016

18 აპრილს, ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლამ, კულტურის სახლში ქართული ენის კვირეულისადმი მიძღვნილი დასკვნითი ღონისძიება გამართა.

18 აპრილს, ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლამ, კულტურის სახლში ქართული ენის კვირეულისადმი მიძღვნილი დასკვნითი ღონისძიება გამართა.

ღონისძიების ფარგლებში სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, წარმოდგენილი იყო პიესები: "დავით აღმაშენებლი", "ერეკლე მეფე და ინგილო ქალი", "ყველაზე ძვირფასი ნაყოფი". მოსწავლეებმა ასევე შეასრულეს ხალხური ცეკვები და სიმღერები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის გამგეობის თანამშრომლები, ქალაქ მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი რუსლან გაჯიევი, ოლიმპიური ჩემპიონი, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.
ღონისძების დასაწყისში, სკოლის დირექციამ, სიგელებითა და საჩუქრებით დააჯილდოვა ის პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებმაც 2016 წლის იანვარში წარმატებით ჩააბარეს: რუსული ენა, ქართული, როგორც მეორე ენა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის საგნის გამოცდა და საგანმანათლებლო პროექტ - "ეტალონში" მონაწილე წარმატებული მოსწავლეები.
აღსანიშნავია, რომ N2 საჯარო სკოლა, სპექტაკლით – "დავით აღმაშენებლი", მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ბათუმში დაგეგმილ ისტორიის ფესტივალში.

 

სხვა სიახლეები