სიახლეები

პრეზენტაცია თემაზე – „კულტურული მემკვიდრეობა მარნეულში“

18 აპრ, 2016

18 აპრილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 18 აპრილს 14:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა პრეზენტაცია, სახელწოდებით –„კულტურული მემკვიდრეობა მარნეულში“.

პრეზენტაციის ფარგლებში მოეწყო გასულ წელს, მარნეულის მუნიციპალიტეტში განხორციელებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაცია/ პასპორტიზაცია/ კვლევის შედეგების გაცნობა.
პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სკოლის პედაგოგები, ახალგაზრდები და თემით დაინტერესებული პირები.
შეხვედრის ადგილზე გამოფენილი იქნა მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული ისტორიულ–კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოები. 
ამ დღესთან დაკავშირებით, გამგეობის ინიციატივით, მარნეულელი ახალგაზრდების მიერ დასუფთავდა ისტორიული ძეგლი – გაგის ციხის ტერიტორია. აღსანიშნავია, რომ დასუფთავების აქციაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ა(ა)იპ „მარნეულის კულტურის ცენტრთან“ არსებული ანსამბლი „იბერიას“ მოსწავლეები.
ღონისძიების მეორე ნაწილი კითხვა– პასუხის რეჟიმში წარიმართება, სადაც დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო კითხვებზე, მოწვეული სპეციალისტებისგან კომპეტენტური პასუხები მოესმინათ.

სხვა სიახლეები