სიახლეები

მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის საკითხების განხილვა

19 აპრ, 2016

დღეს, 19 აპრილს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართა შეხვედრა თემაზე „მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაცია საქართველოში“.

დღეს, 19 აპრილს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართა შეხვედრა თემაზე „მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაცია საქართველოში“.

შეხვედრას, რომელსაც მთავრობის კანცელარიის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ,,სიდას“ წარმომადგენლები ატარებდნენ, – მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ზაურ ტაბატაძე, გამგეობის თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა.
მარნეულის გარდა, მსგავსი შეხვედრები საქართველოს სხვა ქალაქებშიც– ახალქალაქში, ქუთაისში, ბათუმსა და გორში გაიმართება.
აღნიშნული შეხვედრები ტარდება პროექტის „ინკლუზიური დიალოგის გაგრძელება 2015 წლის შემდგომი განვითარების დღის წესრიგის იმპლემენტაციის საშუალებებთან დაკავშირებით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) და საქართველოს მთავრობის კანცელარია. პროექტი დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ.

 

სხვა სიახლეები