შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს სამედიცინო ეტლი გადაეცა
19 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ, სოფელ ყიზილაჯლოში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს, შამილ ბაირამოვს, სამედიცინო ეტლი გადასცა.
19 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ, სოფელ ყიზილაჯლოში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს, შამილ ბაირამოვს, სამედიცინო ეტლი გადასცა.
მას ოჯახში ეწვივნენ და ეტლი პირადად გადასცეს თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ქამანდარ ისმაილოვმა, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა დავით აროშიძემ და გამგებლის წერმომადგენელმა სოფელ ყიზილაჯლოს ადმინისტრაციულ ერთეულში ისმაილ ასკეროვმა.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად თანამშრომლობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „თამარიონთან“, რომელმაც აღნიშნული სამედიცინო ეტლი მარნეულის მუნიცილიპალიტეტის გამგეობას სრულიად უსასყიდლოდ, საჩუქრის სახით გადმოსცა.
ამ ეტაპისთვის მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმდინარე წელს ეტლის მისაღებად შემოსული განცხადების საფუძველზე უკვე მეოთხე ბენეფიციარი დააკმაყოფილა.