ალგეთში ახალგაზრდული კულტურის ცენტრი გაიხსნა
21 აპრილს, სოფელ ალგეთის კულტურის სახლში, ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა. ცენტრის გახსნის იდეა, სოფელ საბირქენდის სამოქალაქო კლუბს ეკუთვნის, რომელსაც ფინანსური მხარდაჭერა რეგიონალური განვითარების ცენტრმა NED-მ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ გაუწია.

ახალგაზრდული ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიალს, გამგებლის მოადგილე ქამანდარ ისმაილოვი, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ადგილობრივი რესურსცენტრის დირექტორი რუსლან გაჯიევი, განათლების სამინისტროს, რეგიონალური განვითარების ცენტრის წარმომადგენლები,პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდული ცენტრის ფუნქციონირების მიზანია, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა და სამოქალაქო აქტიურობისთვის მოტივაციის გაზრდა.