მარნეულში დედამიწის დღე აღინიშნა
22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. დედამიწის დღე ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს 175 ქვეყნის 17 000 ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. დედამიწის დღე ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს 175 ქვეყნის 17 000 ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
გასული წლის მსგავსად, წელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტი აქტიურად ჩაერთო აღნიშნულ ღონისძიებაში და დედამიწის დღეს გამწვანების აქციით შეუერთდა.
გამწვანების აქცია სოფელ ხიხანში, ბაგა–ბაღის ტერიტორიაზე ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გამგეობის თანამშრომლებმა, მარნეულელმა ახალგაზრდებმა, სოფელ ხიხანის ბაგა–ბაღის მასწავლებლემბა და ადგილობრივმა მოსახლეობამ.
აღსანიშნავია, რომ სოფელი ხიხანი გამგეობის მიერ წელს სპეციალურად იქნა შერჩეული, რადგან მოსახლეობის მხრიდან მაღალი იყო ნერგების გადაცემის მოთხოვნა, გამომდინარე აქედან ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაითვალისწინა ხიხანელი ახალგაზრდების მოთხოვნა და სოფელს 100 ნერგი გადასცა, რომელიც ააიპ „ეროვნულმა საშენმა მეურნეობამ“ უსასყიდლოდ გადმოგვცა.
დღეს, სოფელ ხიხანს შეემატა ფიჭვის, თუთის და კედრის ჯიშის ხეები.
შეგახსენებთ, რომ 22 აპრილი დედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა, როდესაც ცნობილი ამერიკელი გარემოს დამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერიკელი გამოვიდა დედამიწის დასაცავად, რადგან სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რის შედეგადაც ოკეანე დაბინძურდა და წყლის ბინადრები დაიხოცა.
საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურად ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.