უფასო სამედიცინო აქციები სოფელ ხიხანში
22 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანში მცხოვრები მოსახლეობისთვის ა(ა)იპ მარნეულის „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ორგანიზებით და გამგეობის მხარდაჭერით სხვადასხვა სახის სამედიცინო აქცია გაიმართა.

სოფელ ხიხანის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და ხიხანის სკოლის პირველი და მეორე კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ გამოკვლევები პარაზიტულ დაავადება – ენტერობიოსზე, რომლის შემდგომაც საჭიროების შესაბამისად გაიცა უფასო მედიკამენტები.
ამავე დღეს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 14 წლის ზევით მცხოვრებლებს ჩაუტრდათ უფასო სკრინინგ გამოკვლევები სასუნთქი სისტემის დაავადებებზე, B და C ჰეპატიტზე. გამოკვლევების ჩასატარებლად მოსახლეობას „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“-ს სპეციალურად აღჭურვილი მოძრავი (მობილური) ამბულატორია ემსახურებოდა.
დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში პაციენტები გაიგზავნებიან შესაბამისი პროფილის ექიმებთან, რომლებსაც ჩაუტარდებათ უფასო მკურნალობა და გამოკვლევები.
მსგავსი ტიპის აქციები მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვდასხვა ტერიტორიულ ერთეულში ეტაპობრივად კვლავ გაგრძელდება.