სიახლეები

პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ მარნეულში

23 აპრ, 2016

23 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში გაიმართა შეხვედრა სსიპ „გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის“ პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ წარმომადგენლებთან.

23 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში გაიმართა შეხვედრა სსიპ „გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის“ პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ წარმომადგენლებთან.

პროექტი ა.წ 23 აპრილიდან 17 სექტემბრის ჩათვლით კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით უკვე მეორედ ხორციელდება, რომლის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ქვეყნის კულტურ ცხოვრებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ახალგაზრდების ინფორმირებულობის და სახელოვნებო დონის ამაღლება, შემოქმედებითი უნარების განვითარება. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს მარნეულში, ახალქალქში, ნინოწმინდასა და ბოლნისში კულტურული ღონისძიების გამართვას.
პროექტის ფარგლებში პირველი გასვლა გაიმართა დღეს, შეხვედრა რომელიც კულტურის სახლში შედგა შინაარსობრივად მრავალფეროვანი იყო. მოწვეულნი იყვნენ ქართველი მწერლები, რომლებიც შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, მწერლებმა გარდა საკუთარი შემოქმედებისა ისაუბრეს კულტურული დიალოგის გაღრმავების, მნიშვნელობაზე და ინტერაქციის რეჟიმში გაიმართა მკითხველთან დიალოგი.
შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ზაურ ტაბატაძე, გამგეობის თანამშრომლები, საკრებულოს დეპუტატები, მარნეულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის თანამშრომლები, ადგილობრივი მოსახლეობა, ახალგაზრდები, სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და სხვა დაინტერესბული პირები.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სსიპ „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ მიერ აზერბაიჯანულ და თურქულ ენებზე ნათარგმნი ქართველი მწერლების ნაწარმოებთა პრეზენტაცია, ახალი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენება და ადგილობრივი ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიების მუსიკალური ნაწილის გაფორმება კი უზრუნველყო სსიპ ვ.სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორიის რექტორის, მუსიკოსის რეზო კიკნაძის ბენდმა, ხოლო ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს სასაჩუქრედ გადაეცა სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.

 

სხვა სიახლეები