მარნეულში წიგნის კითხვისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
დღეს, 23 აპრილს მსოფლიო წიგნის კითხვისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტიც სხვადასხვა აქტივობებით აქტიურად შეუერთდა.
დღეს, 23 აპრილს მსოფლიო წიგნის კითხვისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტიც სხვადასხვა აქტივობებით აქტიურად შეუერთდა.
დღევანადელ დღესთან დაკავშირებით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის თანამშრომლების მიერ მოეწყო მცირე პრეზენტაცია და ახალგაზრდების მიერ მომზადდა საინფორმაცი პოსტერი და მოეწყო ფეხით მსვლელობა მარნეულის ქუჩებში, რომლის შემგომაც დამსწრეებმა სპორტულ კომპლექსს „ათა ჰოლდინგი“–ს წინ მდებარე სკვერში გადაინაცვლეს, სადაც მოეწყო წიგნის საჯაროდ კითხვა, ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდა მათი საყვარელი წიგნიდან საჯაროდ წაეკითხა ნაწყვეტები.
ღონისძიება გაიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მარნეულის დემოკრატიული ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით, სადაც მონაწილეობას იღებდნენ გამგეობისა და დემოკრატიული ცენტრის თანამშრომლები, მარნეულელი ახალგაზრდები და წიგნის მოყვარული ადამიანები.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა წიგნის პოპულარიზაცია, წიგნის მნიშვნელობის წარმოჩენა, განათლებული თაობის აღზრდის ხელშეწყობა და საზოგადოების მოწოდება, რომ უფრო მეტად იკითხონ და შეიყვარონ წიგნი.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დამსწრე ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობის ფარგლებში, საშუალება ჰქონდა მოეტანა თითო წიგნი, რომელიც შეგროვდა შაუმიანის დევნილთა დასახლების "სათემო განათლების ცენტრისთვის", რათა შაუმიანში მცხორვებ ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდეთ გაამდიდრონ მათი ბიბლიოთეკა და იკითხონ მეტი წიგნი. წიგნების შეგროვება კვლავ გრძელლდება.
წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის თარიღი სიმბოლურია მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში, რადგან 1616 წლის 23 აპრილს გარდაიცვალა უილიამ შექსპირი, ხოლო 1916 წლის ამავე დღეს კი - ორი ესპანელი მწერალი მიგელ დე სერვანტეს საავედრა და ინკა გარსილასო დე ლა ვეგა. 1995 წელს პარიზში გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) გენერალურ კონფერენციაზე 23 აპრილი გამოცხადდა წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ (World Book and Copyright Day), რომლის აღნიშვნაც 1996 წლიდან დაიწყო.
იუნესკო ამ დღეს მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას გაუღვივონ ახალგაზრდებს წიგნის კითხვის ინტერესი, გააფართოვონ წიგნის გამოცემები და ხელი შეუწყონ საავტორო უფლებების დაცვას.
2003 წელს საქართველო ოფიციალურად შეუერთდა წიგნის კითხვისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, რომელიც წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით დამკვიდრდა და წლებია სხადასხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებით ყოველწლიურად აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით ტრადიციულად იმართება წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა, სადაც სხვადასხვა გამომცემლები იღებენ მონაწილეობას და მკითხველს ფასდაკლებით სთავაზობენ ყველა ჟანრის ლიტერატურას. პარალელურად, შინაარსობრივი პროგრამის ფარგლებში იმართება ახალი წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრები ავტორებთან, საჯარო კითხვა და სხვადასხვა ღონისძიებები.