სიახლეები

სოფელ კასუმლოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

25 აპრ, 2016

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც 2 კმ-იანი გზის მონაკვეთის ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებას ითვალისწინებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც 2 კმ-იანი გზის მონაკვეთის ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში 20 ადგილობრივი ადამიანია დასაქმებული.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი 2016 წლის 8 აპრილს დაიწყო და მიმდინარე წლის წლის 15 მაისს დასრულდება, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 395 718 ლარს შეადგენს.
აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებული პროექტების ფონდისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. 
შეგახსენებთ, რომ სოფელ კასუმლოსთან მისასველი გზის 2500 მეტრის სიგრძის გზის მოასფალტების პირველი ეტაპი დასრულდა, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 450 033 ლარით დაფინანსდა.

 

სხვა სიახლეები