შეხვედრა მელიორაციის საკითხებზე
სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლების შეხვედრა ქვემო ქართლის რეგიონის ხელმძღვანელობასთან
სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლების შეხვედრა ქვემო ქართლის რეგიონის ხელმძღვანელობასთან
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გოჩა ცოფურაშვილის და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის ლევან დვალის მორიგი სამუშაო შეხვედრა რეგიონის გუბერნატორ პაატა ხიზანაშვილთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან.
რეგიონის საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინების მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ სამელიორაციო ინფრატსრუქტურის რეაბილიტაცია ადგილობრივ ხელისუფლებებთან მჭირდრო თანამშრომლობით იგეგემება. ამასთან დაკავშირებით შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა და კომპანიის ქვემო ქართლის რეგიონის დირექტორმა, ზვიად მანდარიამ, შეხვედრის ფარგლებში რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის და დაგეგმილ პროექტების პრეზენტაცია წარმოადგინეს.
სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. კომპანიის წარმომადგენლებმა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების გამგებლებმა განიხილეს რეგიონში საირიგაციო სისტემებთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები.
2012 წლიდან დღემდე ქვემო ქართლის რეგიონში დასრულდა სამელიორაციო ინფრატსრუქტურის 18 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 24 500 ჰექტრიდან 43 500 ჰექტრამდეა გაზრდილი. დღეისათვის ქვემო ქართლის რეგიონში სამელიორაციო ობიექტების 6, ხოლო საქართველოს მასშტაბით 24 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს.