სოფელ კაპანახჩში საბავშვო ბაღი ოფიციალურად გაიხსნა
დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის კაპანახჩის ტერიტორიულ ერთეულში, სოფელ კაპანახჩში, 90 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი ოფიციალურად გაიხსნა.
დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის კაპანახჩის ტერიტორიულ ერთეულში, სოფელ კაპანახჩში, 90 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი ოფიციალურად გაიხსნა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სოფელ კაპანახჩში ამ დრომდე არ არსებობდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის.
სწორედ ამიტომ, გასულ წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერითა და „დემოკრატ ქალთა საზოგადოების ინიციატივით“ დაიწყო პროექტის განხორციელება უცხოურ მხარესთან პარტნიორობით. პროექტს თანადაფინანსება გაუწია პოლონეთისა და იაპონიის საელჩოს წარმომადგენლობამ საქართველოში.
ბაღის ოფიციალური საზეიმო გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს თავჯდომარე ნაბი აბდულაევი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწუნებულ–გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, თვითმმართველობის თანამშრომლები, იაპონიის ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი, პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკი, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ თავჯდომარე ოლგა ენდელაძე, საბავშვო ბაღის პედაგოგები, ბაღის აღსაზრდელების მშობლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ღონისძიების ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა მუნიციპლიტეტის გამგებელთან ერთად საზეიმო ვითარებაში გაჭრეს წითელი ლენტი და ბაღის ოფიციალურად გახსა საჯაროდ დაადასტურეს, რომლის შემდგომაც დაესწრნენ სასწავლო პროცესს, დაათვალიერეს შენობის ინფრასტრუქტურა და პროექტის მსვლელობის ამსახველი ფოტო გამოფენა და სიტყვით მიმართეს დამსწრე აუდიტორიას, შეაჯამეს პროექტის მსვლელობა, იმსჯელეს მის მნიშვნელობასა და სამომავლო თანამშრომლობის კვლავ გაგრძელებაზე.
შეგახსენებთ, რომ შენობის რეაბილიტაცია და ინვენტარიზაცია პოლონეთისა და იაპონიიის მხარემ უზრუნველყო, ხოლო საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობაზე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ იზრუნა.
ბაღში ფუნქციონირებს სამი ჯგუფი და მუშაობს 15 ადგილობრივი.
პოლონეთისა და იაპონიის მხრიდან გამოიყო 126 981 ათასი ლარი;
ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 22 857 ათასი ლარი, აქედან ეზოს კეთილმოწყობას მოხმარდა 10 543 ლარი
ბაღის გახსნის შემდეგ მისი ფუნქციონირებისათვის ყველა ხარჯს ადგილობრივი თვითმმართველობა დაფარავს.