სიახლეები

მარნეულელმა სპორტსმენებმა ძიუდოს საერთაშორისო ტურნირში საპრიზო ადგილები დაიკავეს

27 აპრ, 2016

მიმდინარე წლის 23 და 24 აპრილს, ქალაქ მოსკოვში, ძიუდოში საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, რომელშიც 17 ქვეყნის სპორტსმენებს შორის მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრები და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის მოსწავლეები – ლუკა კაპანაძე და ბექა წიფიანი.

აღსანიშნავია, რომ ტურნირში მარნეულელმა სპორტსმენებმა ლუკა კაპანაძემ(მწრთვნელი დემური ჟორჟოლიანი)50 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი, ხოლო საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ქართველ სპორტსმენებს, საქათველოს ძიუდოს ნაკრების წევრებსა და მარნეულის სპორტულის სკოლის ძიუდოისტებს ულოცავს ამ გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს მათ სპორტულ კარიერაში.

სხვა სიახლეები