სტუმრად განახლებულ რეგიონალურ ლაბორატორიაში
27 აპრილს, მარნეულში, ქვემო ქართლის განახლებულ რეგიონალურ ლაბორატორიას, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი, მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ეწვივნენ.

აღნიშნული ლაბორატორია საქართველოს და აშშ-ს მთავრობებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე (თავდაცვის საფრთხის შემცირების პროგრამა) 2006 წელს ლაბორატორიის ნაწილი გარემონტდა და განახლდა თანამედროვე აპარატურით, ხოლო 2015 წელს აშენდა ახალი შენობა , მოხდა მისი თანამედროვე მატერიალური ტექნიკური ბაზით აღჭურვა.
ლაბორატორიში, რომელიც ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტს(მარნეული, წალკა, დმანისი, თეთრიწყარო, ბოლნისი, გარდაბანი, რუსთავი) ემსახურება, დანერგილია ISO 9001-2008 ხარისხის მართვის სისტემა; რაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების თვალსაზრისით ცხოველების ჯანმრთელობის მუდმივი კონტროლის საშუალებას იძლევა. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ლაბორატორიაში ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით 4 სპეციალისტი მუშაობს, რომელთა კვალიფიკაციის ამაღლება ბიოუსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სისტემატიური სწავლებების პერიოდში მოხდა.
DTRA-ს მიერ განხორციელებული პროექტებიდან მარნეულის ლაბორატორია წარმოადგენს დასკვნით ნაწილს, რომლის შედეგედაც საქართველოს მასშტაბით 11 ლაბორატორიის შენობა განახლდა ან საერთაშორისო დონის აპარატურითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით აღიჭურვა.