სამუშაო ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში
მიმდინარე წლის 17–23 აპრილს, პოლონეთის რესპუბლიკაში, ქალაქ გდანსკში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი და ანალიზისა და სტატისტიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტი თამარ მჟავანაძე.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრებს შეხვედრები ჰქონდათ პომორსკის რეგიონის, როგორც ცენტრალური ისე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. კერძოდ, კი შეხვედრა მოეწყო, ოლქის მარშალთან (გუბერნატორთან), პომორსკის ოლქის კავშირისა და ასოციაცია „თავისუფალი მეწარმეები“–ს წარმომადგენლებთან, გდანსკის საკრებულოს თავმჯდომარესთან, სტაროგრად გდანსკის ხელმძღვანელობასთან, პომორსკის ოლქის განვითარების სააგენტოსთან, სოპოტის მერთან, ტურისტულ–საორგანიზაციო ცენტრისა და კაშუბის მეწარმეობის ინკუპატორის წარმომადგენლებთან.
პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის მიზანს, საქართველოში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობისთვის, პოლონური პრაქტიკის გაცნობა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მუნიციპალიტეტებში დანერგილი პრაქტიკა და გამოცდილება საინვესტიციო გარემოს შექმნის, მოზიდვისა და ტურიზმის სფეროს განვითარების ხელშეწყობისთვის.