საინფორმაციო შეხვედრა ირიგაციის თანამედროვე მეთოდების შესახებ
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დიდ საკონფერენციო დარბაზში სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“–ს წარმომადგენლებმა ირიგაციის თანამედროვე მეთოდების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, გამგებლის პირველი მოადგილე ზაურ ტაბატაძე, გამგეობის თანამშრომლები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივი ფერმერები და თემით დაინტერესებული სხვა პირები.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო კამპანიებს ატარებს. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა დამსწრე აუდიტორიას წვეთოვანი და დაწვიმებითი ირიგაციის მეთოდების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინეს და მის უპირატესობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.
ირიგაციის ეს მეთოდი მორწყვის ტრადიციულ, მიგდებით მორწყვის წესზე ბევრად მომგებიანია, ვინაიდან ელექტროენერგიის, წყლის და სასუქის ორჯერ ნაკლებ რესურსს საჭიროებს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას.
მსგავსი ტიპის შეხვედრები წყალმომხმარებლებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება.