შეხვედრა რძის მწარმოებელი კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამის შესახებ
დღეს, მარნეულის დიდი საკონფერენციო დარბაზში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ქვემო ქართლის ფერმერებს შეხვდნენ და საქართველოს მთავრობის ინიციატივა – რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

პროგრამის ფარგლებში, მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს არამარტო რძის შემკრები პუნქტის მოწყობის საშუალება ექნებათ, არამედ მათ ასევე, გადაეცემათ ყველის სახარში დანადგარი, ნედლი რძის ფიზიკურ-ქიმიური და ორგანოლეპტიკური მახასიათებლების კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები, ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა, რითაც მიეცემათ საშუალება საგრძნობლად გაზარდონ საკუთრებაში არსებული საქონლის პროდუქტიულობა. საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის ფარგლებში მონაწილე კოოპერატივები მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას ტრეინინგების სახით.
რძის მწარმოებელი კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 30-მდე მცირე საწარმოს შექმნა იგეგმება.