სიახლეები

შეხვედრა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით

05 მაი, 2016

5 მაისს, გამგეობის მცირე საკონფერენციო დარბაზში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმაში გაწერილი რეგიონული პროექტების პრიორიტეტიზაციასა და ობიექტურ დაგეგმვას, რაც მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების ანალიზისა და ობიექტური შეფასების მეთოდებზე დაყრდნობით.

შეხვერდრის შემდეგ, სამინისტროს წარმომადგენლებმა ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერეს მარნეულის მუნიციპალიტეტში 2017 წელს განსახორციელებელი ადგილობრივი გზის რეაბილიტაციის პროექტები I ქესალოში, სადახლოში, კაპანახჩში, ალგეთში, შაუმიანსა და კაჩაგანში, რომლის შემგომაც მოხდება სარეაბილიტაციო პროექტების ანალიზისათვის საჭირო მონაცემების შეგროვება, რაც ხელს შეუწყობს პროექტების ობიექტურ შეფასებას და პრიორიტეტიზაციას. 
შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გამგეობის თანამშრომლები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტმენტიდან.

სხვა სიახლეები