სიახლეები

დღეს გიორგობის დღესასწაული აღინიშნება

06 მაი, 2016

მართლმადიდებელი ეკლესია, დღეს 6 მაისს, წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.

მართლმადიდებელი ეკლესია, დღეს 6 მაისს, წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ღვთისმსახურება ქალაქ მარნეულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აღევლინა, რომელსაც გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და გამგებლის მოადგილე თემურ ბერიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ.
გამგებელმა მარნეულის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს მართმადიდებელ მრევლს, აღდგომისა და გიორგობისა დღესასწაული მიულოცა. 
საზეიმო წირვა–ლოცვა მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა ილია ჭიღლაძემ აღავლინა, რომლის დასრულების შემდეგ, ტაძარში შეკრებილ მრევლს აღნიშნული დღესასწაული მიოლოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე იქადაგა.
სპეციალურად ამ დღისთვის, ეკლესიაში დაბრძანებული იქნა, სამების საკათედრო ტაძრის ლავრაში დაწერილი წმინდა გიორგის ხატი, რომელშიც ჩატანებულია უკრაინიდან, ოდესის ოლქიდან ჩამობრძანებული წმინდანის წმინდა ნაწილები.
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ყველა მართმადიდებელ ქრისტიანს ულოცავს ამ უდიდეს დღესასწაულს, უსურვებს მშვიდობას, სიკეთეს და უფლის წყალობას!

სხვა სიახლეები