სიახლეები

აიათოლა სეიდ ჯავად შაჰრისტანის სტუმრობა მარნეულში

13 მაი, 2016

საქართველოში, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მოწვევით მყოფი, აიათოლა სეიდ ჯავად შაჰრისტანი, აიათოლა სისტანის წარმომადგენელი და ისლამურ სამყაროში ცნობილი რელიგიური ლიდერი, მარნეულის მუნიციპალიტეტს ესტუმრა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომდგენლებს შეხვდა.

შეხვედრას, მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულავი, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ, მარნეულში მყოფი სტუმრები, ალგეთში რეაბილიტირებული მეჩეთისა და ახალი სამედიცინო კლინიკის გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ, რომელიც აიათოლას ფინანსური მხარდაჭერით აშენდა. სადაც ასევე საფუძველი ჩაეყრება ბაგა–ბაღის მშენებლობასაც.

სხვა სიახლეები