ქართველი და კანადელი სტუდენტები იმირის გორაზე არქეოლოგიურ სამუშაოებს აწარმოებენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის მახლობლად მდებარე ნეოლითური ხანის ნამოსახლარზე – გადაჭრილ გორაზე, ქართველი და კანადელი არქეოლოგების (საზაფხულო სკოლის პროგრამით) მიერ, მიმდინარეობს არქეოლოგიური და ინტერდისციპლინარული კვლევის ჩატარება.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის მახლობლად მდებარე ნეოლითური ხანის ნამოსახლარზე – გადაჭრილ გორაზე, ქართველი და კანადელი არქეოლოგების (საზაფხულო სკოლის პროგრამით) მიერ, მიმდინარეობს არქეოლოგიური და ინტერდისციპლინარული კვლევის ჩატარება.
მარნეულის არქეოლოგიურ ექსპედიციას, რომელიც დაკომპლექტებულია საქართველოსა და კანადის (ტორონტო) სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტ/სპეციალისტებით ისტორიის მეც. დოქტორი მინდია ჯალაბაძე ხელმძღვანელობს. საექსპედიციო ჯგუფი, აღნიშნულ ტერიტორიაზე, სამუშაოებს მიმდინარე წლის მაის– ივნისის თვეში აწარმოებს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი პროექტის „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის პროექტის“ ფარგლებში.
9 მაისს, არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელს და წევრებს, მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელსაც ქართველი და კანადელი სტუდენტები ესწრებოდნენ, საუბარი შეეხო პროექტით გათვალისწინებული არქეოლოგიური სამუშაოების გეგმის გაცნობას.
როგორც, ექსპედიციის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე აღნიშნა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, მცირე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება ამავე პერიოდის ნასოფლარზე – შულავერის გორაზეც.
გამგებელი მიესალმა ამ მნიშვნელოვანი საქმის წამოწყებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მოწვეულ სპეციალისტებს, არქეოლოგიური საქმიანობის წარმატებით განხორციელებისთვის მხარდაჭერა აღუთქვა.