მარნეულში 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
9 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, ფაშიზმზე გამარჯვების 71–ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
9 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, ფაშიზმზე გამარჯვების 71–ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
საზეიმო ღონისძიებაზე, საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეულნი იყვნენ მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერანები, რომელთაც თვითმმართველობის სახელით ფულადი ჯილდო 250 ლარის ოდენობით და სიმბოლური სასაჩუქრე კალათები, მისალოც ბარათებთან ერთად გადაეცათ.
ხოლო იმ ვეტერანებმა რომელთაც ვერ შეძლეს მოსვლა, თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, პირადად ესტუმრნენ ოჯახში, ფაშიზმე გამარჯვების 71 წლისთავი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
ფაშიმზე გამარჯვების საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი მოადგილეებთან ერთად, საკრებულოს თავჯდომარე ნაბი აბდულაევი, ქვემო ქართლის სამხარეო რწმუნებულის-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავჯდომარე მარნეულის მუნიციპალიტეტში ამირან გიორგაძე, გამგეობისა და საკრებულოს სხვა ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები.
სპეციალურად ამ დღისთვის, ქალაქ მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 10 ერთეული, ამერიკული ჯიპი მაშინდელი მსუბუქი სამხედრო ავტომობილი, ე.წ "ვილისი MB" და იმ დროინდელი სხვადასხვა სამხედრო ატრიბუტიკა გამოიფინა.
აღნიშნული ავტომობილები, მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, საბჭოთა კავშირს, ლენდლიზის ხელშეკრულების საფუძველზე, დახმარების სახით, სხვა სამხედრო ტექნიკასთან ერთად გამოუგზავნა. სწორედ ასე მოხვდა 1941 წელს გამოშვებული ამერიკული, სამხედრო დანიშნულების ჯიპების გარკვეული რაოდენობა საქართველოშიც.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოში მცხოვრებ ყველა ვეტერანს სახელმწიფოსგან, ერთჯერადი საჩუქრის სახით პირად ანგარიშზე ჩაერიცხათ 600 ლარი.