სიახლეები

მარნეულში ევროპის დღეები გაიხსნა

09 მაი, 2016

9 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, „ევროპის დღეები“ გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, მარნეულის კულტურის ცენტრის ხატვის წრის მოსწავლეებმა ფერადი ცარცებით კულტურის სახლის წინ მდებარე მოედანი ევროპის თემატიკით მოხატეს.

მათ მარნეულის ახალგაზრდული საკრებულოს წევრებიც შეუერთდნენ. 
აქციის მონაწილეებს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი მიესალმნენ, ევროპის დღეების დაწყება მიულოცეს და ამ აქციის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. ფერადი აქცია, რომელშიც ოცამდე სხვადასხვა ასაკის ბავშვი მონაწილეობდა, ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს ინიციატივით მოეწყო. 
ევროპის დღეები საქართველოში 24 მაისამდე გასტანს და ამ ხნის განმავლობაში ქვემო ქართლის რეგიონშიც სხვადასხვა ტიპის აქტივობებია დაგეგმილი, როგორიცაა ესსეების და ფოტოკონკურსები, დასუფთავების აქცია, სპორტული შეჯიბრებები, ინტელექტუალური თამაში და ა.შ.

სხვა სიახლეები