სიახლეები

გამგებელი ყიზილაჯლოს ადრეული ჩარევის ცენტრს ესტუმრა

11 მაი, 2016

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი სოფელ ყიზილაჯლოს ადრეული ჩარევის ცენტრს, ა(ა)იპ „ბავშვი ოჯახი, საზოგადეობა“–ს თავჯდომარე მაია ბიბილეიშვილთან ერთად ესტუმრა.გამგებლი ადრეული ჩარევის ცენტრის სენსორული პრობლემების მქონე ბენეფიციარების მშობლებს, ცენტრის ბენეფიციარებს და ცენტრში მომუშავე პერსონალს შეხვდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის, დამია-გეურახის ადმინისიტრაციული ერთეულის სოფელ ახლო-ლალოში სასმელი წყლის შიდა დაქსელვის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ სოფელში აქამდე არ არსებობდა ცენტრალიზირებული სასმელი წყლის ქსელი.

დასაწყისისთვის, პრობლემის მოსაგვარებლად სოფელში 7851 მ-იანი სიგრძის ცენტრალური მაგისტრალის გაყვანა, ხოლო შემდგომ აღნიშნულ მაგისტრალზე ოჯახების ინდივიდუალური დაერთება მოხდება. პროექტის ფარგლებში დასაქმდა 7 ადგილობრივი ადამიანი. 
მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი 2016 წლის 4 მაისს დაიწყო და მიმდინარე წლის 12 აგვისტომდე დასრულდება. აღნიშნული პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის თანადაფინანსების 5% მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდა. პროექტის საერთო ღირებულება 134 987 ლარს შეადგენს.

სხვა სიახლეები