სიახლეები

დღეს, 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება

18 მაი, 2016

აღნიშნულთან დაკავშრებით მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შაუმიანის ტერიტორიულ ერთეულში დაბა შაუმიანში მდებარე ცნობილი სომეხი რეჟისორის ალექსანდრე მელიქ-ფაშაევის (1905-1964 წწ.) სახლ–მუზეუმს ესტუმრნენ და მუზეუმის თანამშრომლებს აღნიშნული დღე მიულოცეს!

აღნიშნულთან დაკავშრებით მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შაუმიანის ტერიტორიულ ერთეულში დაბა შაუმიანში მდებარე ცნობილი სომეხი რეჟისორის ალექსანდრე მელიქ-ფაშაევის (1905-1964 წწ.) სახლ–მუზეუმს ესტუმრნენ და მუზეუმის თანამშრომლებს აღნიშნული დღე მიულოცეს!

მუზეუმში დაცულია სომეხი რეჟისორის ალექსანდრე მელიქ-ფაშაევის (1905-1964 წწ.) მოსკოვის დიდ თეატრში მთავარ დირიჟორად მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: კლავიატურები, აფიშები, სხვადასხვა ხასიათის დოკუმენტები, ხელნაწერები, პირადი ნივთები: სადირიჟორო ჯოხი, ფრაკი, დურბინდი, საოჯახო ჭურჭელი, ნოხი და სხვა.
1977 წლიდან საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება ყოველწლიურად, 18 მაისს აღნიშნავს მუზეუმის საერთაშორისო დღეს. ამ დღისათვის ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) მრჩეველთა საბჭო ყოველწლიურად გვთავაზობს ერთ კონკრეტულ თემას, რომელიც ემსახურება მუზეუმების როლის გაზრდას და მათ პოპულარიზაციას საზოგადოებაში. 2016 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა ”მუზეუმები და კულტურული ლანდშაფტები”.ამ დღეს მუზეუმებში ეწყობა ღია კარის დღეები, სამეცნიერო კონფერენციები და სხვა ღონისძიებები.
ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარეობს მუზეუმის კვირეული. საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში, მთელი კვირის მანძილზე, მრავალფეროვანი ღონისძიებები - გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული აქციები მიმდინარეობს, რომელიც დასრულდება აქციით - „ღამე მუზეუმში“. აღნიშნული აქცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება. მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 21 მაისს, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში აქცია - „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა. აღნიშნულ კვირეულს მარნეულის მუნციიპალიტეტში მოქმედი მუზეუმიც შეურთდება. 21 მაისს სოფელ წერაქვში მიხეილ ჯავახიშვილის სახლ–მუზეუმში მოეწყობა მწერლის მოთხრობა „ფინჯანი“–ს ინსცენირება, დამსწრე საზოგადოებისთვის მუზეუმისა და მასში დაცული ნივთების ისტორიის გაცნობა, მათ შორის უცნობი ფაქტები მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ და სხვა საინტერესო აქტივობები.
შეგახსნებთ, რომ მარნეულის მუნიპალიტეტში ფუნქციონერებს ორი მუზეუმი. წერაქვის ტერიტორიულ ერთეულში, სოფელ წერაქვში ფუნქციონირებს ქართველი გამოჩენილი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის სახლ–მუზეუმი, რომელიც 1987 წელს დაარსდა. მუზეუმში ინახება მწერლის პირადი ნივთები. 
მეორე მუზეუმი კი ცნობილი სომეხი რეჟისორის ალექსანდრე მელიქ-ფაშაევის სახლ–მუზეუმია, რომელიც მდებარეობს შაუმიანის ტერიტორიულ ერთეულში დაბა შაუმიანში.

სხვა სიახლეები